14 დეკემბერი 2024,   15:34
ვრცლად
"თუ რამეზე უნდა გაიმართოს დიალოგი, არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არჩევნების ახლიდან ჩატარება" - გიორგი ვაშაძე

საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს მიმართავს - ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება.

"გზა დასახულია, საქართველოს ახლა შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იმუშაოს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, თავდაჯერებულად, რათა ააშენოს ეს ევროპული მომავალი, ან დაელოდოს და გადაავადოს. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი. ამისთვის კი ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ", - მაკრონი აცხადებს, რომ არსებობს გზა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა.

პოლიტიკური საკითხი შეფასების თემაა დღეს - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ დიალოგი თუ რამეზე უნდა გაიმართოს არის - ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"ის საუბრობს, რომ ხალხს უნდა მიეცეს შანსი, რომ ხელახლა მკაფიოდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია. ეს ხომ ხელახალ არჩევნებს ნიშნავს და ის დიალოგიც, თუ რამეზე უნდა გაიმართოს არის - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახლიდან არჩევნების ჩატარება. ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ გამარჯვებისკენ, წინსვლა არის", - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი შესაძლებლობა არის ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება - ესენი უნდა მოხდეს სასწრაფოდ, ამაზე რა თქმა უნდა არის გადაწყვეტილებები მისაღები. ეს არის პოლიტიკური შესაძლებლობა კრიზისის განმუხტვის, მაგრამ ასევე, შესაძლებლობა "ქართული ოცნებისთვის", რომ პოლიტიკური გამოსავალი იპოვოს ამ ვითარებიდან", - "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე.

დღის ამბები