14 დეკემბერი 2024,   15:23
ვრცლად
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, გზების გადაკეტვა არღვევს სხვა მოქალაქეების უფლებებს და შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დანაშაული" - დონალდ ტუსკი აქტივისტების მიერ პოლონეთში გზების გადაკეტვაზე

კლიმატის დამცველი აქტივისტების მიერ ქვეყანაში გზების გადაკეტვას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი გამოეხმაურა.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, გზების გადაკეტვა არღვევს სხვა მოქალაქეების უფლებებს და შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დანაშაული," - წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ x-ზე.

კლიმატის აქტივისტები ამბობენ, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მოაწყონ ყველაზე დიდი ბლოკირება, რადგან პრემიერ-მინისტრი მათ არ ხვდება და არ პასუხობს მათ მოთხოვნებს.

დღის ამბები