14 დეკემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ენტონი ბლინკენი, დაუგეგმავი ვიზიტით, ერაყში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, დაუგეგმავი ვიზიტით, ერაყში ჩავიდა. ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, შტატების სახელმწიფო მდივანი ერაყის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამასთან, ბლინკენი ბაღდადში ამერიკის საელჩოს ეწვია და განაცხადა, რომ სუდანს სირიაში მიმდინარე ვითარებაზე ესაუბრა.

მანამდე, ენტონი ბლინკენი ანკარაში იმყოფებოდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა.

დღის ამბები