სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მეორედ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ოპოზიციური პარტიები სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრას დღეს ჩაატარებენ.
მმართველმა პარტიამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, გასულ შაბათს ჩანიშნულ იმპიჩმენტის პირველ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც კვორუმი ვერ შედგა.