14 დეკემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"ქვეყანა არის ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის მკაფიო, ძალიან ნათელი მაგალითი, შესაბამისი სტრუქტურებით, შესაბამისი ლეგიტიმური ხელისუფლებით და უკვე - პრეზიდენტით" - დავით მათიკაშვილი

"საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების ეს მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო პროცესი, ფაქტობრივად, დასრულდა და ქვეყანა არის ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის მკაფიო, ძალიან ნათელი მაგალითი, შესაბამისი სტრუქტურებით, შესაბამისი ლეგიტიმური ხელისუფლებით, ძალიან მალე უკვე პრეზიდენტით", - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა აგრძელებს თავის სვლას ევროპული გაერთიანებისა და ეკონომიკური პროგრესის მიმართულებით.

"ქვეყანა აგრძელებს თავის სვლას ევროპული გაერთიანებისა და ეკონომიკური პროგრესის მიმართულებით, მიუხედავად იმისა მოსწონთ ეს ვიღაცებს, თუ არა. საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების განხორციელება ამ ძალებს ქვეყნის შიგნით და მათ მხარდამჭერებს ქვეყნის გარეთ, პირველ ამოცანად მიაჩნიათ, თუმცა სინამდვილე არის აბსოლუტურად სხვა. სინამდვილე არის ჩვენი საზოგადოების ნება, იმ მილიონ 120 ათასი ადამიანის ნება, რომელიც იქნა უკვე გამოხატული, დაფიქსირებული და სწორედ ამ ადამიანების ნება ხორციელდება ირიბად დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

დღის ამბები