თბილისის მერისაქართველოს პრეზიდენტის არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევას. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის. როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, ახალი პრეზიდენტი გადადგამს ყველა ნაბიჯს საზოგადოების გაერთიანებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის და საქართველოს გაერთიანებისთვის. მინდა, მივულოცო მიხელ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, ვუსურვო მას წარმატებები ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ", - წერს კახა კალაძე.
300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო. დარბაზში იმყოფება კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ახლახან არჩეული მიხეილ ყაველაშვილი. ყაველაშვილის სასარგებლოდ, ხმა 224-მა წევრმა მისცა.
პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ისინი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. შესაბამისად, არ აღიარებენ დღეს გამრთულ არჩევნებსაც.