პარლამენტი ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გენო პეტრიაშვილი ოპოზიციას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
"ჩემი მთავარი სათქმელია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენი მოსახლეობა აუცილებლად იზეიმებს ძალიან დიდ გამარჯვებას. ახალ წელს შეხვდება ახალი იმედებით და ჩვენ ყველანი ერთად ვართ დიდი გამარჯვების იმედებით.
მოვუწოდებ ყველას, რომ პატივი სცენ ერთმანეთის აზრს, განსაკუთრებით მოვუწოდებ რადიკალურ ოპოზიციას, რომ პატივი სცენ ჩვენს რელიგიას, ტრადიციას, კულტურას და მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ქართველი კაცი საკუთარი რწმენის და ისტორიის შეურაცხყოფას არავის არ აპატიებს. პროვოკაციები სულ ხდება, თუმცა ჩვენ მზად ვართ მშვიდად ავარიდოთ თავი ამ ყველაფერს,"- აცხადებს გენო პეტრიაშვილი.