21 დეკემბერი 2024,   22:25
ვრცლად
The Guardian: ბაიდენმა შეიწყალა მოსამართლე, რომელიც არასრულწლოვნების ციხეში უკანონოდ ჩასმისთვის იყო გასამართლებული

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა მოსამართლე მაიკლ კონაჰანი შეიწყალა. როგორც The Guardian-ი წერს, კონაჰანი გასამართლებული იყო არასრულწლოვანი პირების ციხეში უკანონოდ ჩასმისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, კონაჰანმა და კიდევ ერთმა მოსამართლემ, მარკ ჩიავარელამ 2,8 მილიონი დოლარი აიღეს და 2300-ზე მეტი არასრულწლოვანის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ზოგი მათგანი 8 წლისაც კი არ იყო. ბავშვები ციხეში შეიძლება მოხვედრილიყვნენ სკოლაში ან ოჯახში ჩხუბის გამოც კი", - წერს The Guardian-ი.

კონაჰანს 2011 წელს 17 წელი მიუსაჯეს. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ის ციხიდან გამოუშვეს და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, რომელიც 2026 წელს უნდა დამთავრებულიყო.

დღის ამბები