უკრაინაში ომი გრძელდება. ხარკოვის ოლქში, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნახევარი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ოკუპანტის სამიზნე გახდა ქვეყნის ენერგოობიექტები.
რობერტ ფიცომ უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში ევროპიდან ელექტროენერგიის ტრანზიტს შეწყვეტს.
ფიცოს განმარტებით, ეს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საპასუხო ზომაა, რომელიც ზელენსკის მიერ, უკრაინის გავლით, სლოვაკეთში რუსული გაზის მიწოდების აკრძალვას ეხება.