სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს - ამერიკის შეერთებული შტატები რუსულ გაზსა და ნავთობზე ახალ შეზღუდვებს აწესებს. თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ, მათი ვარაუდით, სანქციების შედეგად, რუსეთი ყოველთვიურად მილიარდობით დოლარს დაკარგავს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე შეზღუდვებს დიდი ბრიტანეთიც დააწესებს.
"ჩვენ დავუწესებთ მნიშვნელოვან სანქციებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება როგორც რუსეთის ნავთობს, ასევე თხევად ბუნებრივ აირს. ვფიქრობთ, ეს რუსეთს თვეში მილიარდობით დოლარამდე დაუჯდება. ასევე, უნდა ითქვას, რომ სანქციები ნამდვილად არის იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც ჩვენ და პრეზიდენტმა ბაიდენმა ავიღეთ. მეგობრებმა დიდი შვიდეულიდან უკვე დაიწყეს უარის თქმა იმ რუსულ ნავთობსა გაზზე, რომლის გაყიდვითაც თავად რუსეთი უკრაინაში ომს აფინანსებს", - აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი.