პროტესტი სლოვაკეთის ქუჩებში - ათიათასობით ადამიანი რობერტ ფიცოს წინააღმდეგ დემონსტრაციებს აწყობს
11-01-2025 12:31
სლოვაკეთის ქუჩებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ათიათასობით ადამიანი რობერტ ფიცოს წინააღმდეგ დემონსტრაციებს აწყობს. ისინი სლოვაკეთის პრემიერს პრო-რუსს უწოდებენ.
ანტისამთავრობო აქციის ორგანიზატორების თქმით, ბრატისლავაში 15 ათასი ადამიანი შეიკრიბა.