20 იანვარი 2025,   13:29
ვრცლად
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში ჩავიდნენ

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კალიფორნიაში, ხანძრით დაზარალებულ ადამიანებთან ჩავიდნენ. როგორც BBC წერს, წყვილი ესაუბრა ადგილობრივებს, მათ შორის - გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ხანძარს ებრძვიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში, ხანძრის გამო, მარკლისა და პრინცი ჰარის რამდენიმე მეგობარმა დაკარგა სახლი.

წყვილი თავად სანტა ბარბარას მახლობლად, მონტესიტოში ცხოვრობს. ეს დასახლება ლოს- ანჯელესიდან დაახლოებით 150 კილომეტრითაა დაშორებული.

მეოთხე დღეა, კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონაა. შტატის დასახლებებს მასშტაბური ხანძარი ანადგურებს. გადამწვარია 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა.

BBC-ს ცნობით, კალიფორნიის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ სახანძრო ჰიდრანტებთან დაკავშირებულმა პრობლემამ ლოს-ანჯელესში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები შეაფერხა.

Prince Harry, Meghan Markle visit LA wildfire victims | FOX 7 Austin

Meghan Markle and Prince Harry Visit Pasadena Wildfire Victims,  Distributing Food and Supplies

Prince Harry and Meghan

დღის ამბები