20 იანვარი 2025,   13:01
ვრცლად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თხოვნით, ხანძრისას დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თხოვნით, თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ლიტურგია ამავე ეკლესიის მღვდელმა, მამა ლევან ჯანაშიამ შეასრულა. პანაშვიდს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები ესწრებოდნენ.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახში გაჩენილ ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი შეეწირა. ხანძრის შედეგად დაღუპულები 9 იანვარს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

დღის ამბები