13 თებერვალი 2025,   10:26
ვრცლად
ახალი სპექტაკლის დადგმის მცდელობებთან გვაქვს საქმე - ლანა გალდავა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პოლიტიკური დისკუსიის საგანია "ქართული ოცნების" ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დანაშაულებრივი ქმედებების კომპლექსურ გამოძიებას გეგმავს.

პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების დოკუმენტს პირველ ეტაპზე მე-11 მოწვევის პარლამენტი მოამზადებს. დასკვნა კი შემდეგ გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნება.

ოპოზიციის ნაწილი აღნიშნულ ინიციატივას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს, ნაწილი არასერიოზულად აღიქვამს. მმართველ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივი გადაცდომები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, საგამოძიებო კომისის შექმნის ინიციატივა, ახალი სპექტაკლის დადგის მცდელობაა.

"ახალი სპექტაკლის დადგმის მცდელობებთან გვაქვს საქმე. პარლამენტში განხორციელებული ნებისმიერი პროცესი, ჩვენ მიერ მიჩნეულია არალეგიტიმურად. თუ რამის გაკეთება სურდა "ქართულ ოცნებას", მათ ძალიან დიდი დრო, 12 წელი ჰქონდათ და შეეძლოთ განეხორციელებინათ მსგავსი ქმედებები?" - განაცხადა ლანა გალდავამ.

 

დღის ამბები