
53 წლის ფრანგი ინტერიერის დიზაინერი და მილიონერის ცოლი, ბრეტ პიტის დიპფეიკის მეშვეობით, თაღლითებმა მოატყუეს და 850 000 დოლარი გამოსძალეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
53 წლის ქალი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფიქრობდა, რომ ბრეტ პიტთან ჰქონდა ურთიერთობა. თაღლითმა მას თავი შეაყვარა, რის გამოც ქალი მილიონერ ქმარს გაშორდა.
თავიდან ქალს თვითმარქვია ბრეტ პირი ძვირადღირებულ საჩუქრებს უგზავნიდა, შემდეგ კი უთხრა, რომ თირკმლის სიმსივნე დაუდგინეს და თანხა სჭირდებოდა. ინფორმაციის დასადასტურებლად, თაღლითმა ქალს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი არაერთი ფოტო გაუგზავნა, სადაც ბრეტ პიტი საავადმყოფოს იმყოფება. ქალმა "ბრედ პიტის" დასახმარებლად 850 000 დოლარი გადარიცხა.
სიმართლის გაგების შემდეგ, ქალი დეპრესიაში ჩავარდა და თვითმკვლელობაც კი სცადა.
მისი ისტორიის გასაჯაროების შემდეგ, ფრანგულმა ტელეარხმა TF1-მა ქალს გადაცემაც კი მიუძღვნა. 53 წლის ქალმა ფრანგულ შოუში განაცხადა, რომ ის სულელი არ არის და თაღლითობის მსხვერპლია.
ბრედ პიტის წარმომადგენლის განცხადებით, "შემაძრწუნებელია, რომ თაღლითები ცნობილ ადამიანებთან ფანების ძლიერი კავშირებით სარგებლობენ".