
"ხალის ძალის" აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ამ საკითხზე თავად კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" აქვს "ხელი ჩაქნეული".
"ხელი აქვთ ჩაქნეული გაყალბების დამტკიცებაზე. რატომ? - იმიტომ, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ვერც კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ," ვერც უცხოელებმა ვერც პროკურატურაში მოსულმა ე.წ. კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა მტკიცებულება ვერ მიიტანეს, ვერც ფარულობის დარღვევის, ვერც გაყალბების, ვერც ზეწოლის. შესაბამისად, უკვე ყველამ დაინახა, რომ ეს უბრალოდ აკვიატებული აზრებია.
რაც შეეხება იმას, რომ მაინც ამბობენ გაყალბდა, ცნობილ ქართულ ფილმშია: "მაინც ამოვთხრი" - ეს არის უბრალოდ ფსიქოლოგიური გადახრა და ეს ჩვენი კომპეტენცია უკვე აღარ არის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.