07 თებერვალი 2025,   13:16
ვრცლად
"დიდი სახელმწიფოების მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არ არის ახალი, თუმცა ახალია ის, რომ ასეთი ღია და აგრესიული აქამდე არასდროს ყოფილა" - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

"მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი დიდი სახელმწიფოების მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არ არის ახალი ტენდენცია. ეს ისტორიაში ყოველთვის იყო. ახალი არის ის, რომ სავარაუდოდ, ასეთი ღია და აგრესიული აქამდე არასდროს ყოფილა," - ეს განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს სამაგალითო ურთიერთობა, არ ერევიან ერთმანეთის საქმეებში და ყველა ქვეყანა მსგავსად უნდა მოიქცეს.

"მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი დიდი სახელმწიფოების მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არ არის ახალი ტენდენცია. ეს ისტორიაში ყოველთვის იყო. ახალი არის ის, რომ სავარაუდოდ, ასეთი ღია და აგრესიული აქამდე არასდროს ყოფილა. დემონსტრაციული მცდელობების მომსწრენი გავხდით საქართველოს და აზერბაიჯანის მაგალითზე, ეს სწორი მაგალითია და ამის ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები არა თუ დიდი ძალების კარნახით არამედ საკუთარი სუვერენიტეტის პოლიტიკით მოქმედებენ.

საქართველოში ვნახეთ ეს პროცესები არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემდეგ, ჩვენთან კი მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და ამის გამო, ჩვენი დასჯის სურვილი ჰქონდათ. საქართველო და აზერბაიჯანი - ორივე ქვეყანა განვითარებით ვართ დაინტერესებული. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. გვაქვს სამაგალითო მეზობლობა და ძმობა. პატივს ვცემთ ერთმანეთს და არ ვერევით ერთმანეთის საქმეებში და ასე უნდა იქცეოდეს ყველა ქვეყანა," - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში იმყოფება. ის უკვე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტრანსპორტის და კომუნიკაციების, ასევე ჰუმანიტარული საკითხები. შეხვედრის შემდეგ, ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები