07 თებერვალი 2025,   12:39
ვრცლად
"ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმენი გავხდით, ჩვენი საზოგადოებები და სახელმწიფოები საკმაოდ მდგრადები არიან მსგავსი ნაბიჯების გასამკლავებლად" - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯან კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სხვადასხვა მხრიდან ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ეს მცდელობები ქმნის გამოწვევებს, თუმცა "ჩვენი სახელმწიფოები საკმაოდ მდგრადები არიან მსგავსი ნაბიჯების გასამკლავებლად".

"ჩვენ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მხრიდან, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმენი გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოებები, ჩვენი სახელმწიფოები საკმაოდ მდგრადები არიან მსგავსი ნაბიჯების გასამკლავებლად. მართალია, ეს ზრდის ხოლმე ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც ხშირად მომდინარეობს ხოლმე სხვადასხვა მხრიდან," - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში იმყოფება. ის უკვე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას, ჯეიჰუნ ბაირამოვს.

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტრანსპორტის და კომუნიკაციების, ასევე ჰუმანიტარული საკითხები.

შეხვედრის შემდეგ, ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები