10 თებერვალი 2025,   05:16
ვრცლად
აშშ-ის სადაზვერვო სამსახური iPhone-ის მომხმარებლებისთვის საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს - Daily Mail

აშშ-ის სადაზვერვო სამსახური iPhone-ის მომხმარებლებისთვის, ტელეფონის ფარული პარამეტრების შესახებ საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს. სააგენტოს ამხანად, გარკვეული აპების მეშვეობით ჰაკერებს პირადი ინფორმაციის მოპოვება და iPhone-ის მომხმარებლების ადგილსამყოფლის დადგენა მარტივად შეუძლიათ. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ, მომხმარებლებს ურჩია, ტელეფონზე მდებარეობის გაზიარების კონფიდენციალურობა დააყენონ და გამორთონ რეკლამის ნებართვები თითოეული ჩამოტვირთული აპისთვის.

მდებარეობის გაზიარების ფუნქცია ტელეფონზე ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ ან არ დაუშვას მდებარეობის მონაცემების გამოყენება ან ამ მონაცემების გამოყენება მხოლოდ აპის აქტიურობის დროს იყოს შესაძლებელი.

უწყების განმარტებით, ამ პარამეტრმა შეიძლება "გამოავლინოს ინფორმაცია მოცემულ ადგილას მომხმარებელთა რაოდენობის, მომხმარებლებისა და პროვაიდერების გადაადგილების, ყოველდღიური რუტინების (მომხმარებლისა და ორგანიზაციის) შესახებ და ასევე, შესაძლოა გამოავლინოს უცნობი კავშირები მომხმარებლებსა და მდებარეობებს შორის."

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლებმა უნდა დააყენონ კონფიდენციალურობის პარამეტრები, რათა შეზღუდონ რეკლამის თვალთვალი. ამასთან, რეგულარულად უნდა გადატვირთონ მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორი. მინიმუმ, ეს ყოველკვირას უნდა მოხდეს.

 

დღის ამბები