06 თებერვალი 2025,   16:24
ვრცლად
"დასავლეთს საქართველოსთან მიმართებით ძალიან თანმიმდევრული, ერთიანი და მკაფიო პოზიცია აქვს" - ირაკლი ფავლენიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, რაც ხდება დასავლეთში, ეს არის ძალიან თანმიმდევრული, ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესება მოსალოდნელი იყო.

"რასაც ჩვენ ვხედავთ დასავლეთში, ეს არის ძალიან თანმიმდევრული, ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ეს ადამიანები და პირველ რიგში ივანიშვილი აუცილებლად იქნებიან სანქცირებულები დასავლური სამყაროს მიერ. ამ სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, დიდი ბრიტანეთი გამონაკლისი არ იქნებოდა და ეს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები