09 თებერვალი 2025,   13:17
ვრცლად
"ამ ეტაპზე, ნამდვილად არ მივესალმებით და სრულიად წინააღმდეგები ვართ, რომ რაიმე სახის საზეიმო კონცერტები ჩატარდეს" - თამარ ხვედელიანი Guns N" Roses-ის ქართული ტურნეზე

ამერიკული როკ ჯგუფის Guns N" Roses-ის ქართული ტურნე და კრიტიკა. "ბულინგის მორიგი ტალღა" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ცნობილი ამერიკული ბენდის მისამართით საზოგადოების ნაწილის და სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ მოწოდებებს.

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ მიზანი 30 მაისს დაგეგმილი კონცერტის ჩაშლაა.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, მათთვის მიუღებელია საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რაიმე სახის საზეიმო კონცერტები ჩატარდეს:

"ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად არ მივესალმებით და სრულიად წინააღმდეგები ვართ, რომ რაიმე სახის საზეიმო კონცერტები ჩატარდეს და მითუმეტეს, მათში იყოს გადახდილი ხალხის თანხა. დღესდღეობით ხალხის დაკვეთა არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, რომელიც შემდეგ ასახავს ხალხის ნებას,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თამარ ხვედელიანი.

სოციალურ ქსელში Guns N" Roses-ის მოუწოდებენ არ ჩამოვიდნენ საქართველოში, სალომე ზურაბიშვილი კი წერს, რომ ახლა საქართველოში კონცერტის დრო არაა.

დღის ამბები