09 თებერვალი 2025,   11:42
ვრცლად
"რომ ცდილობ ისეთი პოპულარული ჯგუფის ჩამოსვლას, როგორიც Guns N" Roses-ია ხელი შეუშალო - რატომ აკეთებ ამას...ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას კიდევ უფრო უწყობს ხელს" - ლევან მაჭავარიანი

ამერიკული როკ ჯგუფის Guns N" Roses-ის ქართული ტურნე და კრიტიკა. "ბულინგის მორიგი ტალღა" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ცნობილი ამერიკული ბენდის მისამართით საზოგადოების ნაწილის და სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ მოწოდებებს.


"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ მიზანი 30 მაისს დაგეგმილი კონცერტის ჩაშლაა.

"ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც მოგვევლინა მითუმეტეს ბოლო თვეების განმავლობაში, პირდაპირ და დაუმალავად რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აგრძელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც ქვეყნისთვის საზიანოა. ისეთი პოპულარული ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას, როგორიც Guns N" Roses-ია ცდილობ რომ ხელი შეუშალო - რატომ აკეთებ ამას. ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას კიდევ უფრო უწყობს ხელს და ამას, რა თქმა უნდა მოჰყვება გარკვეული ეკონომიკური ბენეფიტები. როდესაც გამიზნულად ცდილობ ეს ყველაფერი ჩაშალო - ეს მათი ხელწერა და დღის წესრიგია,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები