09 თებერვალი 2025,   11:44
ვრცლად
პირადი მოწვევით თუ თანხის სანაცვლოდ - რა გზით დაესწრება ქართული ოპოზიციის ნაწილი და სალომე ზურაბიშვილი, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას

ამერიკის ისტორიაში, მესამოცე ინაუგურაციაზე, დონალდ ტრამპი უკვე მეორედ დადებს ფიცს, რომ დაიცავს და ემსახურება შეერთებულ შტატებს.

ცნობილია, რომ ინაუგურაციაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია - უსაფრთხოების ზომები კი უკიდურესად გამკაცრებული.

მიწვევით თუ ბილეთების შეძენით - რა გზით მოხვდებიან ღონისძიებაზე ვაშინგტონში ჩასული ქართველი ოპოზიციონერები? ტრამპის საინაუგურაციო კომისიისგან ოფიციალური მიწვევა არავის მიუღია. ჯო უილსონმა დაპატიჟა სალომე ზურაბიშვილი, "ლელოს" ლიდერების მასპინძლების ვინაობას კი თბილისში დარჩენილი ხაზარაძის თანაგუნდელები არ ამხელენ. ვაშინგტონში მყოფ კოლეგებს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დღეს შეუერთდება. შტატებში გაემგზავრა გიორგი ვაშაძეც. წასვლამდე თქვა, რომ ბილეთი არ უყიდია და მიწვევა რესპუბლიკური პარტიიდან მიიღო. თუმცა, კონკრეტულად ვისგან, არც ვაშაძემ დააკონკრეტა.

სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ქართველი ოპოზიციონერები სწორედ შეძენილი ბილეთებით მოხვდებიან. მმართველი გუნდის ინფორმაციით, მათმა ოპონენტებმა სავარაუდოდ ის ბილეთები შეიძინეს , რომლის ფასიც 2 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს.

ამერიკის ისტორიაში მესამოცე ინაუგურაციას, 200 000-ზე მეტი ის ადამიანი დაესწრება, რომელმაც სხვადასხვა ღირებულების ბილეთები სპეციალურად ამ დღისთვის შეიძინეს.

დღის ამბები