09 თებერვალი 2025,   13:19
ვრცლად
საუკუნოვანი ისტორია და ტურისტული პოტენციალი - საქართველო ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

საქართველო უნიკალურ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე MATKA 2025-ზე წარადგენს. უკვე არაერთი წელია, რაც ქვეყანა ყოველ წლიური, უდიდესი ტურისტული ღონისძიების სტუმარია . საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, ევროპულ კომპანიებთან არაერთი შეხვედრა უკვე გამართა.

ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილე უცხოური კომპანიები და ასოციაციები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს დადებითად აფასებენ. ამბობენ, რომ სამომავლოდ ქვეყანაში სტუმრობას გეგმავენ და საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასაც განიხილავენ.

MaTKA-ს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, საქართველოდან 10-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანია მონაწილეობს. საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის მიზნით, უკვე გაიმართა არაერთი შეხვედრა და მოლაპარაკება. გამოფენაზე, მოწყობილია სპეციალური ტურისტული სტენდი, სადაც საქართველოს წარმომადგენლები ღონისძიების სტუმრებს, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს აცნობენ.

ღონისძიების სტუმრებისთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა - გამორჩეული ბუნებით, ქართული კერძებით და ღვინით მოხიბლული უცხოელები, საქართველოში მოგზაურობას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

MATKA 2025_ის 4 დღიან ტურისტული გამოფენა ხვალ დასრულდება. ჰელსინკს 80 ქვეყნის 1000 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია სტუმრობს. ღონისძიებას 65 000-მდე ვიზიტორი ჰყავს.

ავტორი: სიმონ სანავა. 

დღის ამბები