09 თებერვალი 2025,   12:22
ვრცლად
ესპანეთში, სათხილამურო კურორტის საბაგიროზე ავარიის შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ესპანეთში, სათხილამურო კურორტის საბაგიროზე მომხდარ ავარიის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი მძიმედ. ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს. 

დაშავებულებიდან ცხრა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
ინციდენტი, ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარე სათხილამურო კურორტზე მოხდა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 80 ადამიანი კვლავ საბაგიროზე რჩება.

შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები