
ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ისრაელის პრემიერსა და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს შორის საუბარი შედგა.
ბენიამ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ "ისრაელი იტოვებს უფლებას დაუბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებს, თუ მეორე ეტაპის მოლაპარაკებები "ჰამასთან" უშედეგოდ დასრულდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ იდეას ემხრობიან ამერიკის მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები.
"შეთანხმება არის ისრაელის თანამშრომლობის შედეგი ბაიდენის ადმინისტრაციასთან და ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან . მისი არჩევისთანავე პრეზიდენტმა ტრამპმა მძევლების გათავისუფლების ვალდებულება აიღო. დამირეკა, მიესალმა შეთანხმებას და ხაზი გაუსვა, რომ გარიგების პირველი ეტაპი არის დროებითი ზავი - სწორედ ასე თქვა მან, დროებითი ზავი. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა, ასევე პრეზიდენტმა ბაიდენმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელის უფლებას დაუბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებს, თუ ისრაელი მივა დასკვნამდე, რომ მოლაპარაკებების მეორე ეტაპის უშედეგოა. მე ამას ძალიან ვაფასებ", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
თავად დონალდ ტრამპი კი, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე აცხადებს, რომ ჯოჯოხეთი დატრიალდება, თუ მხარეები შეთანხმებას არ შეასრულებენ.
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ უნდა მოიპოვოს პატივისცემა, და ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ისინი თუ პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას, შეთანხმება შესრულდება. თუ არა – ჯოჯოხეთი დატრიალდება", - წერს ტრამპი.
"ჰამასი" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ემორჩილება, შესაბამისად, ისრაელიც განაგრძობს დარტყმებს ღაზის სექტორში - ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი