09 თებერვალი 2025,   12:45
ვრცლად
ავარიას გარდაბნის მუნიციპალიტეტში 20 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავებული სამი პირი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. დაღუპული ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები