07 თებერვალი 2025,   13:20
ვრცლად
გალობა ციხის კედლებიდან - პატიმრები ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავენ

ციხის კედლებიდან გალობა ისმის - პატიმრები ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს გისოსებს მიღმა მოწყობილ სალოცავში ლოცვა ყველაზე გულწრფელი და სინანულით სავსე ჩანს.

დღესასწაულს აქ სევდაც ახლავს - ჩაკეტილ სივრცეში თავისუფლების წყურვილის სევდა. სანამ საგალობლად წავიდოდა, პატიმარმა ერთ-ერთ საკანში ნათლისღებას დაბადებულ შვილს წერილით მიულოცა.

ციხის ეკლესიაში სადღესასწაულო რიტუალი ზუსტად ისეთია, როგორც გარეთ - ამ ტაძარში სულიერ მოძღვარს ნათლისღების დღესასწაულზე არაერთი მსჯავრდებული მოუნათლავს. "კურიერი P.S" ერთ-ერთ პატიმარ ნათლიასა და ნათლულს შეხვდა.

ეს პატიმარი ქრისტიანული წესით მას შემდეგ მოინათლა, რაც დედასთან ერთად გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ნათლიად თანასაკნელი აირჩია. მაია და დონარა ჯერ მეგობრები გახდნენ, შემდეგ კი ნათესავები. გასული წლის 19 იანვარს, ციხეში ჩატარებულ ნათლობის ცერემონიას პატიმრები განსაკუთრებულად იხსენებენ.

ციხის მეოთხე სართულზე მოწყობილ ეკლესიაში გალობით და ლოცვით აღნიშნეს ნათლისღების დღესასწაული #16 დაწესებულების მსჯავრდებულებმაც.

პატიმრებმა საკუთარი ხელით დაამზადეს იოანე ნათლისმცემლის ხატი, რომელსაც დაწესებულებაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ისევე როგორც ქრისტეს ნათლობის დღესასწაულს. სახელოსნოში ახლაც არაერთი ხატი იქმნება, მათ შორის, მსჯავრდებულების სულიერი მოძღვრისთვის, რომელსაც ციხის კედლებში ბევრი პატიმარი მოუნათლავს. უახლოეს დღეებში #16 დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული მოინათლება - ნათლიად მანაც მსჯავრდებულები აირჩია.

ქრისტიანულ დღესასწაულებს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები განსაკუთრებულად აღინიშნავენ.

დღის ამბები