
"ამერიკის დაცემის ოთხი წელი სრულდება და იწყება ამერიკული სიძლიერის, კეთილდღეობის, ღირსებისა და სიამაყის წლები", - ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
არჩეული პრეზიდენტი შეკრებილებს ექსტრაორდინარულ პირველ 100 დღეს ჰპირდება.
ტრამპმა საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებები კიდევ ერთხელ გაიმეორა და განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების პირველივე დღეიდან იქნება მკაცრი შეზღუდვები მიგრაციაზე და დაიწყება აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაცია.
მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ტრამპის გვერდით იმყოფებოდა მისი მომავალი ადმინისტრაციის წევრი, ილონ მასკიც. "ტესლასა" და "სფეის იქსის" აღმასრულებელმა დირექტორმა სცენაზე საკუთარი შვილიც გამოიყვანა.