13 თებერვალი 2025,   10:37
ვრცლად
"დავინახეთ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ზუსტად იგივე შეფასებები გააკეთა, რაც ძველმა ადმინისტრაციამ " - ტატა ხვედელიანი

რა მოლოდინები აქვთ საქართველოში ტრამპის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით - ოპოზიციაში ამბობენ, რომ სანამ ქვეყნის მმართველი გუნდი "ქართული ოცნება" იქნება, ვაშინგტონის მხრიდან ურთიერთობაში გაუმჯობესება არ მოხდება. მათივე განმარტებით, ამ მოსაზრების დამადასტურებელი არაერთი განცხადება შეერთებულ შტატებში უკვე გაკეთდა.

"ქართული ოცნება" მთელი პოსტსაარჩევნო პერიოდი ქმნიდა საქართველოს მოსახლეობაში იმ მოლოდინებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაცია შეცვლიდა მიდგომებს საქართველოს მიმართ. თუმცა, ახალი წლის წინა პერიოდში ჩვენ დავინახეთ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ზუსტად იგივე შეფასებები გააკეთა, რაც ძველმა ადმინისტრაციამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ ის პოლიტიკა, რაც აქამდე ხორციელდებოდა გაგრძელდება და გამწვავდება," - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა ტატა ხვედელიანმა.

დღის ამბები