07 თებერვალი 2025,   12:17
ვრცლად
ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან რეკორდული შემოსავლები დაფიქსირდა

ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან რეკორდული შემოსავლები დაფიქსირდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მლნ აშშ დოლარის ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს.

მათივე ცნობით, გასულ წელს, საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში გავიდა 95 მლნ-მდე ლიტრი ღვინო. ამასთან ერთად, მსოფლიოს 56 ქვეყანაში ექსპორტირებულია 48 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან, 53% შეადგინა.

დღის ამბები