07 თებერვალი 2025,   13:04
ვრცლად
2024 წელს საქართველომ მოგზაურობიდან $4.42 მილიარდის შემოსავალი მიიღო

2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან $4.42 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით მეტია.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.9%-ით განისაზღვრა და 571.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები - 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 9.4%-ით, ხოლო უკრაინიდან - 18.9%-ით შემცირდა.

2024 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან - 41.6%, საუდის არაბეთიდან - 21.2%, აზერბაიჯანიდან - 18.1 %, ირანიდან - 17.9%.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2024 წელს შემდეგნაირად ნაწილდება:

ევროკავშირი - 571.2 $

აზერბაიჯანი - 168.5$

თურქეთი - 612.3$

ისრაელი - 436.5$

საუდის არაბეთი - 122.1$

სომხეთი - 157.4$

უკრაინა - 148.8$

ბელარუსი - 96.3$

ირანი - 151.1$

რუსეთი - 850.0$

დანარჩენი ქვეყნები - 1,111.3$

დღის ამბები