13 თებერვალი 2025,   10:48
ვრცლად
ოპოზიციის გულს ვერასდროს ვერაფრით მოიგებს ადამიანი და ამიტომ, ჩვენი საზრუნავი არ არის ის, თუ რას იტყვის ოპოზიცია - ლევან მახაშვილი პატიმრების შეწყალებაზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პრეზიდენტის მიერ 613 მსჯავრდებულის შეწყალების საკითხი შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიციის გულს ვერასდროს ვერაფრით ვერ მოიგებს ადამიანი და ამიტომ, მათი საზრუნავი არ არის ის, თუ რას იტყვის ოპოზიცია.

მისი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო.

"ოპოზიციის გულს ვერასდროს, ვერაფრით ვერ მოიგებს ადამიანი. ამიტომ, ჩვენი საზრუნავი არ არის ის თუ რას იტყვის ოპოზიცია. მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საზოგადოებაში საკუთარი თავის წარმოჩინების და ინტეგრირების. საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის. დიდი ხანია ასეთი მასშტაბური შეწყალება არ მომხდარა და ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წელიწადის განმავლობაში, როდესაც ამდენ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა საზოგადოებაში დაბრუნების და რესოციალიზაციის. საქართველოს პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები