
უამინდობის გამო კახეთში ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო მაგისტრალზე შეზღუდვები დაწესდა.
ყინვის გამო გომბორის უღელტეხილზე აკრძალულია მსუბუქი მანქანების გადაადგილება. მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის, რომელთაც ზამთრის საბურავები აქვთ.
სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
გადაადგილება შეფერხებულია თელავის ზოგიერთ ქუჩაზეც. ქალაქში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.