
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მეორე ინაუგურაცია მიულოცა და განაცხადა, რომ "საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის"
"თქვენი პრეზიდენტის პირველი ვადა სავსე იყო ინოვაციური მომენტებით”, - თქვა ნეთანიაჰუმ და ჩამოთვალა ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს გადადგმული რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მათ შორის "აბრაამის შეთანხმების" ხელმოწერა.
"თქვენ გამოხვედით ირანის სახიფათო ბირთვული შეთანხმებიდან, თქვენ აღიარეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, თქვენ გადაიტანეთ ამერიკის საელჩო იერუსალიმში და აღიარეთ ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის სიმაღლეებზე," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ოფიციალურად, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია. მან კაპიტოლიუმში, საპრეზიდენტო ფიცი დადო.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე მეორედ გახდა.
მანამდე კი, შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო.