
ლოს-ანჯელესში, სადაც ხანძარს ებრძვიან, ძლიერი ქარია მოსალოდნელი. პოლიციას ხალხს მოუწოდებს, მოემზადონ ევაკუაციისთვის და ყურადღება მიაქციონ შეტყობინებებს მოსალოდნელი ძლიერი ქარის შესახებ, რამაც შესაძლოა ახალი ხანძრის გაჩენა და გავრცელება გამოიწვიოს.
ადგილობრივი, რეგიონული და სახელმწიფო უწყებების სახანძრო მანქანები უკვე განლაგდნენ ლოს-ანჯელესის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ხანძრის ახალი კერების გაჩენის ყველაზე მაღალი რისკია.
ლოს-ანჯელესში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა, 14000-ზე მეტი შენობა გაანადგურა და დაახლოებით 60 კვადრატული მილი დაიწვა.
წყარო. cbsnews.