07 თებერვალი 2025,   12:35
ვრცლად
"ამერიკის აღდგენა", "საღი აზრის რევოლუცია" და "ოქროს ხანის" დაწყება - სწორედ ეს პირობები დადო უკვე ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ოფიციალური ფიცის დადებისას

შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა "ამერიკის აღდგენის", "საღი აზრის რევოლუციის" და "ოქროს ხანის" დაწყების პირობა კიდევ ერთხელ დადო, ახლა უკვე ოფიციალურად. ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა ამერიკის მოსახლეობას მიმართა.

სიტყვით გამოსვლის დროს ტრამპმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამიერიდან ამერიკაში მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი არსებობს. მისივე თქმით, ქვეყანაში დაბრუნდება სუვერენიტეტი, აღდგება უსაფრთხოება და სამართლიანობა.

ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის წარმატება არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შეფასდება, რომელსაც ამერიკა მოიგებს, არამედ იმ ომებით, რომლებსაც შეერთებული შტატები დაასრულებს და რომლებშიც არასდროს ჩაებმება.

ამერიკის პრეზიდენტმა აქვე განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას საზღვარზე და მის დასაცავად არმიას გაგზავნის.

საკუთარ გეგმებზე საუბრის დროს ტრამპმა ახსენა პანამის არხიც, რომლის დაბრუნებასაც ის გეგმავს. ამერიკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ღაზაში ებრაელი მძევლების გათავისუფლებაში შეტანილ წვლილზეც.

დღის ამბები