
მმართველი გუნდი შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან არსებულ საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე საუბრობს - "ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ამერიკა დააფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველომ გაწია ამერიკის ინტერესებისთვის გასული წლების განმავლობაში.
"საქართველოსთვის იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს მსხვილ პარტნიორებთან, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ სხვები, ჩვენი ინტერესები დავაკავშიროთ მათსავე ინტერესებს. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ერთის მხრივ ამერიკა დააფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველომ გაწია ამერიკის ინტერესებისთვის გასული წლების განმავლობაში და მეორეს მხრივ - ჩვენი საერთო ინტერესების საფუძველზე, ურთიერთსასარგებლო პროცესით განვაგრძობთ, ან აღვადგენთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, დავუბრუნდებით ნორმალური განვითარების რელსებს", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.