07 თებერვალი 2025,   11:56
ვრცლად
ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რადგან ყველაზე დიდი წნეხი, რის გამოც ვისჯებოდით ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან, სწორედ ომის და მშვიდობის საკითხებს უკავშირდებოდა - ლადო ბოჟაძე

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება საქართველო-შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გადატვირთვის წინაპირობა გახდება.

"ჩვენ ველოდებით, მათ შორის, გადატვირთვას ურთიერთობებისას, რადგან ყველაზე დიდი წნეხი, რის გამოც ჩვენ ვისჯებოდით ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან, სწორედ ომის და მშვიდობის საკითხებს უკავშირდებოდა. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა იყო ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონდებლობა. პრეზიდენტ ტრამპს აქვს ის ღირებულებები, რომლებიც გვაქვს ჩვენც და იგივე საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად წარიმართა ამერიკაში, რაც გვქონდა ჩვენ, რომ ჩვენ დავიცავდით ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, ჩვენს რწმენას, ტრადიციას, ღირებულებებს და ეს იყო სწორედ მთავარი გზავნილები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ინაუგურაციის დროს", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.

დღის ამბები