
თეთრი სახლის ადმინისტრაციის წევრებს და მხარდამჭერებს გამოემშვიდობა ყოფილი პრეზიდენტი - ჯო ბაიდენმა ენდრიუსის ბაზაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ყოფილი პრეზინდეტი ამბობს, რომ ის ტოვებს თანამდებობას და არა ბრძოლას.
"საინაუგურაციო სიტყვა მოისმინეთ, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
პრეზიდენტობის ბოლო დღეს ბაიდენმა კიდევ რამდენიმე ადამიანი შეიწყალა - მათ შორის არიან მისი საკუთარი ოჯახის წევრები. საუბარია ბაიდენის ორ ძმაზე, რძალზე, დასა და სიძეზე. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ყოფილმა პრეზიდენტმა "უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების" თავიდან აცილება დაასახელა. როგორც ადგილორბივი მედია წერს, მათ წინააღმდეგ საქმეები აღძრული არ ყოფილა, თუმცა კანონი ითვალისწინებს ერთგვარ პრევენციულ გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტმა მათ იმუნიტეტი წინასწარ მიანიჭიოს, თუ მათი ძველი საქმიანობით გამოძიება დაინტერესდება.