07 თებერვალი 2025,   11:46
ვრცლად
ფორმულა 1-ის ბრიტანელი ვარსკვლავის 2 მილიონად შეფასებული Ferrari F40 ავარიაში დაიმტვრა - შემთხვევა მონაკოში მოხდა

მონაკოში, ფორმულა 1-ის ბრიტანელი ვარსკვლავის, ლანდო ნორისის, 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების Ferrari F40 დაიმტვრა. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მძღოლმა ავტომობილის დამორჩილება ვერ შეძლო, მანქანა 360 გრადუსით დატრიალდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა. dailymail-ის ინფორმაციით, ავარიის დროს საჭესთან ლანდო ნორისი არ ყოფილა და ჯერჯერობით უცნობია ვინ მართავდა ძვირადღირებულ ავტომობილს.

ცნობისთვის, ნორისმა F40, გასულ ზაფხულს, 2 მილიონ ფუნტად, მაიამიში მისი პირველი გრან-პრის შემდეგ იყიდა.

დღის ამბები