
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს "დიდი შვიდეულის" ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დაესწრება. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მონაწილეებს 23 იანვარს დისტანციურად, ვიდეო-ჩართვით მიმართავს.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ბიზნესისა და პოლიტიკის ლიდერებმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყეს.
წლევანდელ შეხვედრას არაერთი მსოფლიო ლიდერი გამოაკლდება, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის ლიდერი ჯორჯია მელონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი.