07 თებერვალი 2025,   11:50
ვრცლად
ცალსახად იკვეთება, რომ "დიფ სთეითს" აქვს პირდაპირი გავლენა შვეიცარიული ბანკების საქმიანობაზე და მათ მიერ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღებაზე - გივი მიქანაძე

წერილს ავრცელებს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი. თემო წიქვაძე ბიძინა ივანიშვილის მიმართ, შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის სავარაუდო უკანონო ქმედებებზე საუბრობს. როგორც ადვოკატი წერს, ბანკი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ. ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს უსაფუძვლოდ უჭიანურებდა თანხის გადარიცხვებს. დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით.

ირკვევა კიდევ ერთი ახალი დეტალი, ადვოკატი წერს, რომ შვეიცარიული ბანკი, ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეში. წერილის თანახმად, 2023 წელს, ფედერალურ სამსახურში ორი შუამდგომლობა გაიგზავნა, გამოითხოვეს დოკუმენტაცია Julius Baer-ში გიორგი ბაჩიაშვილის ანგარიშების შესახებ. თუმცა, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ქართულ საგამოძიებო ორგანოს დღემდე პასუხი არ მიუღია. კიდევ ერთი წერილი გუშინ გაავრცელა მეორე ადვოკატმა, ამ წერილში საუბარი იყო ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის ხელოვნურად შექმნილ პრობლემებზე და პოლიტიკური შანტაჟზე.

უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცალსახად იკვეთება, რომ "დიფ სთეითს" აქვს პირდაპირი გავლენა შვეიცარიული ბანკების საქმიანობაზე და მათ მიერ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღებაზე

"დიფ სტეიტს" აქვს ძალიან სერიოზული გავლენა შვეიცარიულ საბანკო სისტემაზე და სრულიად არალეგალურად, კანონსაწინააღმდეგოდ, კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში არ ხდება ამ გადაწყვეტილების აღსრულება და მესაკუთრის მიერ საკუთარი აქტივების განკარგვა. მოგეხსენებათ, რომ ბაჩიაშვილთან მიმართებაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებამ მოითხოვა კონკრეტული შვეიცარიული ბანკებისგან ინფორმაცია, გარკვეულ ფინანსურ ტრანზაქციებზე და კონკრეტული პირების ჩართულობასთან დაკავშირებით და ამ მოთხოვნის სრული იგნორირება მიმდინარეობს. ხდება ბაჩიაშვილზე ხელის დაფარება და რა თქმა უნდა, ეს შვეიცარიული ბანკების გადაწყვეტილება არ არის. აქ ცალსახად იკვეთება ის, რომ "დიფ სთეითს" აქვს პირდაპირი გავლენა შვეიცარიული ბანკების საქმიანობაზე და მათ მიერ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღებაზე", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები