
თურქეთში ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. შემთხვევის შედეგად 32 მოქალაქე დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. რა გახდა მეოთხე სართულზე, გვიან ღამით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.