
უმრავლესობის წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი ჩაერთო.
მისი განმარტებით, ეს იმ პოლიტიკის გაგრძელების ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმალურ პოლიტიკურ ზეწოლას ბიძინა ივანიშვილზე.
"კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი ჩაერთო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში. გარდა იმისა, რომ ისინი ხელოვნურად აფერხებენ მის მომსახურებას და საფრთხეს უქმნიან მის ფინანსებს, ახლა უკვე ბრალდებული ბაჩიაშვილის ინფორმაციის გაცემაზე იკავებენ თავს - ეს საერთაშორისო კანონმდებლობით არის აკრძალული. ყველა ბანკი თანამშრომლობს ევროპოლთან და ისინი ვალდებულები არიან ასეთი ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში ითანამშრომლონ, თუმცა ბანკი თავს იკავებს ბრალდებული ბაჩიაშვილის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებაზე. ეს იმ პოლიტიკის გაგრძელების ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმალურ პოლიტიკურ ზეწოლას ბიძინა ივანიშვილზე", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.