
შეერთებულ შტატებს ახალი, 47-ე პრეზიდენტი ჰყავს - ტრამპი ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა. უკვე ხელმოწერილია 100-მდე ახალი განკარგულება, გაუქმებულია ბაიდენის 78 აღმასრულებელი აქტი. ტრამპმა განაცხადა, რომ იწყება ამერიკის ოქროს ხანა.
რა შეიცვლება მსოფლიოსთვის და კონკრეტულად საქართველოსთვის - ახალი პრეზიდენტის გზავნილები თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც "ოცნება" ამტკიცებდა, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, "ნაციონალური მოძრაობა" ამბობდა, რომ ეს საკითხი საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის.
"მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნებას" კონსტიტუციაში შეჰქონდა ცვლილებები და ამტკიცებდა - ქალი ქალია და კაცი კაციაო, მაშინაც ვამბობდით, რომ ეს თემა საერთოდ არ არის აქტუალური ქართული საზოგადოებისთვის. აქამდე ვცხოვრობდით, გვიცხოვრია და ნამდვილად ვგრძნობ, რომ ეს თემა აქტუალური არ არის, რომ ვარკვიოთ ქალი ქალია თუ კაცი კაცია. ნამდვილად, ქალი ქალია და კაცი კაცია. "ქართული ოცნება" ცდილობს ამ თემის მანიპულირებით დამატებითი ქულები ჩაიწეროს", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.