07 თებერვალი 2025,   11:18
ვრცლად
"საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რა ვითარებაში დაესწრნენ ეს ადამიანები ინაუგურაციას, თუკი ამას დასწრება შეიძლება საერთოდ დავარქვათ" - გივი მიქანაძე

"საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს და ძალიან კარგად ხედავს, თუ რა ვითარებაში დაესწრნენ ეს ადამიანები ინაუგურაციას, თუკი ამას დასწრება შეიძლება საერთოდ დავარქვათ" - ეს განცხადება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გააკეთა. 

გივი მიქანაძე ეხმაურება საკითხს, როგორ და რა ფორმით დაესწრნენ ინაუგურაციას საქართველოდან ვაშინგტონში ჩასული ოპოზიციის ლიდერები.

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, სიცრუის ტირაჟირება და არარსებული აღქმების შექმნის მცდელობა საზოგადოებაში. თუმცა, საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს და ძალიან კარგად ხედავს, თუ რა ვითარებაში დაესწრნენ ეს ადამიანები ინაუგურაციას, თუკი ამას დასწრება შეიძლება საერთოდ დავარქვათ. რაც მთავარია, ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ, წარმოაჩინონ თავი, თითქოს და ისინი რაღაც კავშირში არიან ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, თუმცა ყველას კარგად ახსოვს და დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც კარგად იციან, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ეს ადამიანები დონალდ ტრამპს მისი პირველი პრეზიდენტობის ვადის პერიოდში. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ რეალურ სახეს და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, რომ რაიმე სახის თანამშრომლობა ჰქონდეთ ტრამპის ადმინისტრაციასთან", - აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები