07 თებერვალი 2025,   12:24
ვრცლად
 ავიაკატასტროფას ბრაზილიაში მხოლოდ 12 წლის გოგო და პილოტი გადაურჩნენ

ბრაზილიაში, მაშველებმა, 12 წლის გოგონა, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა, ტყეში იპოვეს და გამოიყვანეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვერტმფრენი უამინდობის გამო ჩამოვარდა. ვერტმფრენში სულ 4 ადამიანი, 12 წლის გოგო, მისი მშობლები და პილოტი იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფას გოგოს მშობლები ემსხვერპლნენ, პილოტი და მოზარდი კი გადარჩნენ.

მაშველებმა გადარჩენილები ავიაკატასტროფის მეორე დღეს ტყეში იპოვეს. ისინი სან-პაოლოს საავადმყოფოში იმყოფებიან.

დღის ამბები