07 თებერვალი 2025,   11:55
ვრცლად
იკვეთება, რომ გიორგი ბაჩიაშვილიც სარგებლობს გარკვეული ძალების მფარველობით და ეს არის აბსოლუტურად ერთიანი, კოორდინირებული პროცესი - თორნიკე ჭეიშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილიც სარგებლობს გარკვეული ძალების მფარველობით და ეს არის აბსოლუტურად ერთიანი, კოორდინირებული პროცესი.

მისი განმარტებით, ეს პროცესი მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილს მაქსიმალურად შეუქმნან პრობლემები თავისი აქტივების განკარგვასთან მიმართებით.

"ეს არის ნარატივის გაგრძელება, რომელიც დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო. ამ შემთხვევაში იკვეთება, რომ გიორგი ბაჩიაშვილიც სარგებლობს გარკვეული ძალების მფარველობით და ეს არის აბსოლუტურად ერთიანი, კოორდინირებული პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს იმას, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მაქსიმალურად შეუქმნან პრობლემები თავისი აქტივების განკარგვასთან მიმართებით და მეორეს მხრივ, მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას შეუქმნან დაბრკოლება, რათა საქმეზე არ დადგინდეს ჭეშმარიტება", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილი.

დღის ამბები