07 თებერვალი 2025,   12:26
ვრცლად
"ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით, ახლო პერსპექტივაში რეგიონის ლიდერები ვიქნებით" - ნათია თურნავა

ბრიტანული გამოცემის Capital Finance International-ის სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო როგორც ბიზნესს, ისე ინვესტორებს დინამიკურ და მიმზიდველ, შესაძლებლობებით მდიდარ გარემოს სთავაზობს, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აფასებს.

ნათია თურნავას თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით, რეგიონის ლიდერი ქვეყანა გახდება.

"ეს არის ჩვენი მთელი გუდის აღიარება, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი ძირითადი მანდატი ფასების სტაბილურობა, ინფლაციის დაბალი დონე, ფინანსური დისციპლინა, სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული და ერთ-ერთი ქვე სათაური სტატიაშიც სწორედ ასე არის ჩამოყალიბებული - ძალა სტაბილურობაშია და ეს ეროვნული ბანკის ნაწილს ეძღვნება.

სწორად არის გამოყოფილი ჩვენი მიღწევების ძირითადი მიმართულებები. მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, პირველ რიგში, ეს არის დაბალი ინფლაცია და ინფლაციის ეფექტური მართვა რეფინანსირების განაკვეთის მეშვეობით. ეს არის საბანკო სექტორის სიძლიერე, სოლიდურობა, სანდოობა, ეს არის დედოლარიზაციის მიმართულებით გაწეული მცდელობები, რაც იცავს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს სავალუტო რყევებისგან.

ძალისხმევა, რასაც ჩვენ ვწევთ, ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და სანქციების შენარჩუნების მიმართულებით, აქაც ეს აღიარება გვაქვს Moneyval -ის მხრივ. სტატიაში პერსპექტივებზე არის საუბარი, მათ შორის ის, რომ საქართველო ისწრაფვის და გახდება კიდეც, მთელი რიგი მიმართულებებით, რეგიონის ლიდერი. იგივე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი თვალსაზრისით, ახლო პერსპექტივაში, რეგიონის ლიდერები ვიქნებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები